|
2015-06-27 17:21:06, 536 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს იმ მსხვერპლის გამო, რომელიც საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს მოჰყვა. ამის შესახებ პრემიერის განცხადებაშია აღნიშნული. „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ იმ დიდი მსხვერპლის გამო, რომელმაც საფრანგეთში, ტუნისსა და კუვეიტში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს მოჰყვა. გულწრფელად ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ასევე სრულიად ფრანგ, ტუნისელ და კუვეიტელ ხალხს. ტერორიზმი არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ყოველდღიურად უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ეწირება და რომელიც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად. საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების გვერდით, რომლებიც მსოფლიოში ძალადობისა და ტერორიზმის აღმოსაფხვრელად იღწვიან. კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვგმობ ძალადობისა და ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)