|
2015-06-27 17:12:08, 375 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ დანელია: ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის დარღვევის თემა უტრირებულია
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას შეფასებით, ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დარღვევის საკითხი უტრირებულია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს. „პირველ რიგში საუბარია, რომ ეს არის ჯერჯერობით პირველი მოსმენა. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ პროპორციულად არ უდრის იმას, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ გავლენა ან ლეგიტიმური უფლება, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე მათ პოზიცია არის გათვალისწინებული. როგორც ვიცი მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია მათთან. ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და აუცილებლად გავითავლისწინებთ მათ რეკომენდაციებს. რა შეეხება, ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის დარღვევას ეს ზუსტად ასე არ არის, მე მგონი გაცილებით უფრო მეტი უტრირება ხდება ამ თემის. ჯობია, რომ მუშა პროცესში ჩაერთოს ყველა, ვისაც რეალურად აინტერესებს ეს საკითხი“,-განაცხადა ოთარ დანელიამ. ამასთან, დანელიას განცხადებით, პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ალტერნატიული რეაგირება მოყვება. „ მგონი დასკვნების გაკეთება, რომ რჩევები არ არის გათვალისწინებული ამის თქმა ჯერ ნაადრევია. დაველოდლოთ როგორ განვითარდება პროცესები. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ასევე გათვალისწინებული იყოს ის რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც საფუძვლიანი და ობიექტურია“,-აღნიშნა დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)