|
2015-06-27 16:24:10, 418 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: ჩნდება მარტივი კითხვა, რა არის ამ ცვლილების ფასი საბოლოო ჯამში
„როდესაც არსებობს ოთხი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტუტის ასეთი ნეგატიური განწყობა, ჩნდება კითხვა - რა არის ამ ცვლილებების ფასი საბოლოო ჯამში“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების პირველი მოსმენით მიღების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. აბაშიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა საერთაშორისო ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. „ალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა აღნიშნული კანონპროექტი. გარკვეულწილად სიმბოლურია, ასოცირებით შეთანხმების გაფორმებიდან, რომ ზუსტად წლისთავზე დავარღვიეთ ასოცირების დღის წესრიგი. ამის შესახებ საუბრობს ოთხი ორგანიზაციაც, რომელმაც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივად მიმართა. ჩნდება ძალიან მარტივი კითხვა - როდესაც ერთის მხრივ არსებობს ოთხი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ასეთი ნეგატიური განწყობა, ღიად დაფიქსირებული პოზიცია, როდესაც არსებობს წინააღმდეგობა ასოცირების შეთანხმებასა და დღის წესრიგთან, რა არის ამ ცვლილებების ფასი საბოლოო ჯამში? ცხადია, როდესაც საფრთხის ქვეშ დგება მაკროეკონომიკური სტაბილურობა, როდესაც არ იქნება გათვალისწინებული ჩვენს განვითარებაზე ორიენტირებული საფინანსო ინსტიტუტების ინიციატივები, მოსაზრებები, როდესაც საფრთხეს შევუქმნით ეროვნული ბანკის მიერ თავისი კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებას, ასეთი ტიპის კანონპროექტს ელის ვეტო“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. ცნობისთვის, ოთხმა საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს. აბაშიშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ხელისფლებას ურჩევს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა არ მოახდინოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)