|
2015-06-27 14:30:21, 431 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: მჯერა, რომ 21-ე საუკუნეში ტერორიზმს მომავალი არ ექნება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საფრანგეთსა და ქუვეითში განხორციელებულ ტერაქტებს გამოეხმაურა. ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ კოალიცია, რომელიც ერთიანი ძალებით ებრძვის ტერორიზმს შეძლებს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნებასა და ტერორიზმის საბოლოოდ დამარცხებას. მინისტრის თქმით, ეს სამწუხარო ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობს საქართველო ნატო-ს წევრ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. „ეს იყო ძალიან მძიმე ორი დღე ყველასთვის. აშკარაა ტერორისტული ორგანიზაციების გააქტიურება იმ ერთიანობის ფონზე, როდესაც ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწფოები, მათ შორის, საქართველო ერთობლიობაში ავლენენ. დარწმუნებული ვარ, რომ ტერორიზმს მომავალი არ აქვს. მჯერა, კოალიცია მოახერხებს კაცობრიობის ამ ყველაზე დიდი სენის საბოლოოდ დამარცხებას. კიდევ ერთხელ დასტურდება იმ საერთაშორისო ოპერაციების მნიშვნელობა, რომელშიც საქართველო თავის პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად არის ჩართული. თავდაცვის მინისტერილაზე, საიდანც დღეს დილით დავბრუნდი, დიდი ყურადღება სწორედ ამ საკითხებს დაეთმო. მჯერა, რომ ტერორიზმს 21-ე საუკუნეში მომავალი არ ექნება“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრი დღეს, ბათუმში აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე გამართულ მიღებას დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)