|
2015-06-27 14:02:07, 353 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფასა და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს, პარლამენტმა 78-ხმით მიიღო. რეფორმა შსს-ს ორ ნაწილად გაყოფას გულისხმობს. კერძოდ, შსს-ში დარჩება ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მთავრობას პრემიერი წარუდგენს, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში კი, პარლამენტი განიხილავს და უმრავლესობით 6 წლის ვადით დაამტკიცებს. ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს. დღეს დეპუტატები 80-ზე მეტ კანონპროექტს უყრიან კენჭს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)