|
2015-06-27 13:25:08, 491 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტიქიის ზონა დაათვალიერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან ერთად გმირთა მოედნის, ზოოპარკის, მზიურისა და სვანიძის ქუჩაზე მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები დაათვალიერა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, 13 ივნისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები და ტექნიკა დღემდე მუშაობს. მინისტრის მოადგილე ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მიერ შესრულებული სამუშაოებითაც დაინტერესდა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას სარდაფებისა და ეზოების გაწმენდაში ეხმარებიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა ზოოპარკში გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამშენებლო ტექნიკა „მზიურის“ ტერიტორიაზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებს. სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა კი სვანიძის ქუჩისა და ვაკის ძეხვეულის ქარხნის სარეაბილიტაციო სამუშაოებშია ჩართული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)