|
2019-05-10 10:53:31, 1398 ნახვა
რეგიონი
პანკისში, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
პანკისის ხეობის მცხოვრებლები დღეს, 15:00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას გამართავენ. მათი თქმით, მაჩალიკაშილის მიმართ წაყენებული ბრალი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გათვალისწინებით, დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. „ვიკრიბებით, ეს უბრალოდ იქნება ხალხის პოზიციის გახმოვანება. მალხაზ მაჩალიკაშილის საქმესთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში რაც ხდება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. მალხაზ მაჩალიკაშვილი გაგიჟებამდე მიიყვანეს. ამას ნამდვილად ვამჩნევთ, ვხედავთ და ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის ამაზე რაიმე სახის რეაგირება. როდესაც ასეთი ქეისებია, თუნდაც როგორიც თემირლანის ქეისია, რა სახის ნდობა შეიძლება გვქონდეს“, -აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი. მალხაზ მაჩალიკაშვილის დედა აცხადებს, რომ თუ მის შვილს დაიჭერენ, ის პროტესტის გასაგრძელებლად პარლამენტის წინ მის ნაცვლად დადგება. „თუ ჩემი შვილი დააკავეს, მე ნამდვილად ან მთავრობა მომკლავს ან პარლამენტის წინ ვიქნები. სუს-მა, თვით იმათმა იციან, რომ ნამდვილად უდანაშაულოდ მოკლეს ის ბავშვი და კიდევ აწამებენ ამ ჩემს შვილს. ჩემს ოჯახში იარაღი და რამე არ ვიცით, საერთოდ ტერორიზმი რა იყო არ ვიცოდით. თვითონ ისინი არიან ტერორისტები,“-ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილის დედა ელენე მაჩალიკაშვილი. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სუს-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის თვალთვალს სთხოვს. სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)