|
2019-05-09 12:58:04, 1703 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის საფუძველზეც, საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, წლევანდელ საზღვაო სეზონზე დასაქმდნენ სეზონური მაშველის პოზიციაზე. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, მხარეები საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდნენ. ლევან ღირსიაშვილმა ახალგაზრდებს სამსახურის სტრუქტურა და ფუნქციები გააცნო. იგი სტუდენტებს დაგეგმილ სიახლეებსა და იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რომლებსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სთავაზობს. სეზონური მაშველის პოზიციის დაკავების მსურველი ახალგაზრდები სპეციალურ მომზადებას გაივლიან და მაშველისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ. ასევე, მათ ჩაუტარდებათ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისთვის საჭირო კურსი, რის შემდეგაც ანაზღაურებად სამსახურს მიიღებენ. ამასთანავე, წელს, პირველად, აკადემიის სტუდენტ გოგონებს ეძლევათ შანსი, ხელშეკრულებით დასაქმდნენ წყალზე მაშველის პოზიციაზე, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)