|
2015-06-27 11:03:17, 367 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა
ერევანში მიმდინარე სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი ფორუმი დაიხურა. ფორუმის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი და საქართველოს ელჩი სომხეთში. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ წულუკიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში დაეხმაროს. ამასთან, სომხეთის პრეზიდენტი მიესალმა პირველ სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სოხეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს სამართლებრივი ფორუმის განვითარებას. „სომხეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ყოველმხრივ ხელი შეუწყოს სამართლებრივი ფორუმის განვითარებას. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ძლიერი ქვეყნის უკან მისი რეგიონი დგას, რაც ქვეყნებს პრობლემებთან გამკლავებას უადვილებს. სწორედ ამიტომ აუცილებელია, ძლიერი სამხრეთკავკასიური რეგიონის შექმნას შევუწყოთ ხელი. ეს ფორუმიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრები სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ბოლოს ეჩმიაძინს ეწვივნენ, სადაც ისინი სომხეთის სულიერმა ლიდერმა მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)