|
2019-05-08 13:49:11, 1848 ნახვა
სამართალი
PORSCHE, MERCEDES და BMW - როგორ დასრულდა სამეფო ოჯახის ქონებრივი დავა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის სარჩელი დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მხარეებს შორის დავის საგანს 2013-2015 წლებში შეძენილი სამი ავტომობილი წარმოადგენდა. კერძოდ, საქმე ეხება ქორწინების პერიოდში, მოპასუხე დავით ბაგრატიონ მუხრანელის მიერ შეძენილ PORSCHE CAYENNE, BMW X5, MERCEDES-BENZ GL 450, რომელთა საშუალო საბაზისო ღირებულება, მოსარჩელის განცხადებით 68 000 დოლარს წარმოადგენს. "სასამართლომ მხარეთა არგუმენტების მოსმენის, საქმეში არსებული მტკიცებულებების განხილვა-გაანალიზების შედეგად, სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნო ავტომანქანების PORSCHE CAYENNE-სა და MERCEDES-BENZ GL 450-ის ნაწილში. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ MERCEDES-BENZ GL 450-ის გასხვისებით მიღებული სარგებლის 1/2 ნაწილის, კერძოდ 15500 ლარის გადახდა დაეკისრა. ავტომანქანა BMW X5-ზე მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ამ ნაწილში გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღა"- ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)