19:31 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 11:47:56, 1162 ნახვა

რეგიონი
გიორგი შენგელია: ჩვენს მუნიციპალიტეტში შემოსავალი 30%-ით გაიზრდება

„ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი იქნება“, - ეს განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ სოფლის მეურნეობის პროგრამებთან დაკავშირებით თხილის მიმართულებით, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.

შენგელიას ინფორმაციით, ფაროსანას საწინააღმდეგოდ ღონისძიებები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროცესში თხილის მწარმოებელთა ასოციაციაცაა ჩართული.

„50 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება ფაროსანას საწინააღმდეგოდ შესაწამლი ღონისძიებების გატარებაში, რაც დამატებით კომპონენტს შეიცავს და წელს გაცილებით ეფექტური იქნება. თუ შარშან ამ წამლობით ჩვენ გადავარჩინეთ ციტრუსის და სიმინდის მოსავალი, წელს ეს პროცესები გაცილებით დადებით ფაქტორებს იქონიებს თხილის მოსავალზეც. ასევე, თხილის  მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ვაწარმოებთ პლანტაციების შეწამვლას, რაც 30%-ით უფრო მეტ მოსავალს მოიყვანს ჩვენს მუნიციპალიტეტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში 30%-ით მეტი შემოსავალი და მეტი დასაქმებული ადამიანი იქნება“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა 3 ძირითადი პრიორიტეტი გამოყო, რასაც მისი მერობის პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.  ეს არის თხილის სექტორში არსებული პრობლემა, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საკითხი და  ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics