|
2019-05-07 18:04:10, 1923 ნახვა
ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კვირეულის ძირითადი გზავნილია „ხმა აიმაღლე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს" და ორიენტირებულია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ლიდერობის ფორმირებაზე. კვირეულის გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მულტისექტორული დისკუსია, რომლის დროს განხილული იქნა საგზაო უსაფრთხოების ისეთი ფუნდამენტური მიმართულებები, როგორიცაა - უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო ტრანსპორტი და ადამიანის უსაფრთხო/კანონმორჩილი ქცევა და სამედიცინო დახმარება. დისკუსიაზე გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა ყურადღება გაამახვილა საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ მძიმე სტატისტიკაზე და ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების ეროვნული უწყებათაშორისი კომისიისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ორიენტირებულია შემდეგი 5 ძირითადი ამოცანის შესრულებაზე, მათ შორისაა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის გაუმჯობესება; საგზაო მოძრაობის მონაწილეების უსაფრთხოების დონის გაზრდა; საგზაო მოძრაობის წესების აღსრულების ეფექტურობის გაუმჯობესება; საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება და საგზაო შემთხვევის შემდგომ რეაგირების ეფექტურობის უზრუნველყოფა. კვირეული სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)