|
2015-06-27 09:32:48, 975 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს
დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ავიაკომპანია უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები კიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. დღეიდან მგზავრებს ქუთაისი-კიევის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეეძლებათ. ავიაბილეთის საფასური ორი გზა 136 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს უკრაინის საერთაშორისო აეროპორტის ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ. ავიარეისის დაწყებასთან დაკავშირებით, ხუთ ივნისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების დირექტორი იური მიროშნიკოვი, ავიაკომპანიის პრეზიდენტი სერვისებისა და ლოჯისტიკის დარგში სერგეი ტელპიში და დირექტორი სერვისებისა და არაბაზირებული აეროპორტების დარგში ირინა კაბოლინა. სტუმრები შეხვდნენ ვიცე-პრემიერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორს ქეთევან ალექსიძეს. მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის შორის საავიაციო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობისა და ურთიერთობის გაღრმავების საკითხები.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)