|
2015-06-26 17:30:20, 666 ნახვა
საზოგადოება
ფოთში რაგბი წარმატებით ვითარდება
ფოთის მერი ირაკლი კაკულია, ფოთელ მორაგბეებს ზურაბ ჟვანიასა და დიმიტრი ბასილაიას შეხვდა. წარმატებული ფოთელი სპორტსმენები, ფოთის სარაგბო სკოლის აღზრდილები არიან და ამჟამად სარაგბო კარიერას საფრანგეთში აგრძელებენ. ზურაბ ჟვანია საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური-პირველი დივიზიონის გუნდის „სტად ფრანსეს“ წევრია, ხოლო დიმიტრი ბასილაია „პერპიანში“ გამოდის. ქალაქის მერმა და წარმატებულმა ფოთელმა მორაგბეებმა, ფოთში რაგბის შემდგომი განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რაგბის ახალი სტადიონი არის შესანიშნავი საჩუქარი ქალაქისა და ფოთელი რაგბის მოყვარულთათვის, სადაც მომავალში თაობები აღიზრდებიან. ქალაქ ფოთში 2012 წელს "ქართუ ჯგუფის" ფინანსური მხარდაჭერით რაგბის სტადიონის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ასოციაცია "ატუ" ახორციელებს. მშენებლობის ძირითადი ნაწილი შესრულებულია, პროექტის ფარგლებში აშენდა ბუნებრივი და ხელოვნურ საფარიანი სტადიონები, რომელიც ჯამში სამი ათას მაყურებელზეა გათვლილი. კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, სამუშაოებში 4 მილიონი ლარი დაიხარჯა. ქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს რაგბის სკოლა, სადაც 6 ასაკობრივ ჯგუფში 165 სპორტსმენი უფასოდ ეუფლება სპორტის ამ პოპულარულ სახეობას. რაგბის სკოლა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 92.000 ლარით ფინანსდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)