07:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-04 15:35:43, 2308 ნახვა

მსოფლიო
ქუვეითში რუსეთის ელჩი ადგილობრივ კრიმინალებს ალკოჰოლით ამარაგებდა

ქუვეითში რუსეთის ელჩი ნიკოლაი მაკაროვი ადგილობრივ კრიმინალებს ალკოჰოლით ამარაგებდა, - ამის შესახებ newsru.nl იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქუვეითში რუსეთის საელჩო მას შემდეგ გაეხვა სკანდალში, რაც რუსი დიპლომატები ალკოჰოლით უკანონო ვაჭრობაში ამხილეს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ალკოჰოლის გაყიდვა კანონით აკრძალულია და ამ კანონის დარღვევა სიკვდილით ისჯება.

მედიის ცნობით, ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელ დიპლომატებს კანონით აქვთ უფლება თვეში გარკვეული რაოდენობის ალკოჰოლი მიიღონ, აგრეთვე გამონაკლისია სხვადასხვა ღონისძიებები და დღესასწაულები.

დადგინდა, რომ რუსეთის ელჩი საელჩოს ყველა თანამშრომელს პირადად აკონტროლებდა, რათა მათ ალკოჰოლის გაყიდვა თვითნებურად არ ეწარმოებინათ. უკანონო სქემაში დაცვის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.

კანონის თანახმად, საელჩოს მომსახურე პერსონალი 3 თვის განმავლობაში 4 ბოთლ ღვინოს, 2 ყუთ ლუდს და 4 ბოთლ სხვა სახის ალკოჰოლს იღებს. დიპლომატებისთვის ბევრად მეტი ალკოჰოლი არის გათვალისწინებული. [6 ბოთლი არაყი, 6 ბოთლი ღვინო და 4 ყუთი ლუდი]. ელჩი მაკაროვი პირადად აგვარებდა საკითხს რათა ალკოჰოლის დადგენილი ოდენობა, უფრო მტი ყოფილიყო. ასევე, ხშირად აწყობდა სხვადასხვა ღონისძიებებს, სადაც გამონაკლისის სახით ალკოჰოლი დასაშვები იყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ საელჩოს რიგითი თანამშრომელი წელიწადში 20 ათას დოლარს გამოიმუშავებდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ელჩის შემოსავალი ალკოჰოლის უკანონო ვაჭრობიდან მიღებული. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics