18:56 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-04 10:46:40, 1181 ნახვა

რეგიონი
ზაურ დარგალი: სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

მიმდინარე წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა  ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა სადახლოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სოფელ სადახლოსა და თაზაკენდში გარე განათება მოეწყობა, სოფელ ხულდარაში დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, სოფელ მოლაოღლში  ხიდისა და შიდა გზის მოასფალტება,  სოფელ ბურმაში კი  შიდა გზები მოიხრეშება. ასევე დასრულდება  სადახლოს სასმელი წყლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი.

ამომრჩეველთან შეხვედრების შემდეგ, მერობის კანდიდატი სადახლოში ოჯახებს ესტუმრა და მათი საჭიროებები გამოიკითხა.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics