|
2019-05-03 16:45:01, 2067 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია: გვაქვს იმის ფიქრის საფუძველი, რომ სუს-ი თავის რესურსს არალეგიტიმურად იყენებს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, არსებობს იმის ფიქრის საფუძველი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რესურსები „არალეგიტიმურ ამოცანებს“ ხმარდება. „ბატონი გომელაურის ზოგად მოხსენებაში რაღაც სწორი მოწოდებები იყო, ოღონდ ჩვენ სუს-ის მუშაობის არსთან გვაქვს პრობლემა. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამ უწყების რესურსები არალეგიტიმურ ამოცანებს, პოლიტიკური პოლიციის ამოცანებს, საარჩევნო პროცესებში უკანონო მეთოდებით ჩარევას ხმარდება და არა იმ მთავარ გამოწვევებს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას - ჩრდილოელი მეზობლის ინფილტრაცია, ექსტრემიზმი, შავრაზმული ჯგუფები, რომლებიც ისევ პუტინთან არიან დაკავშირებული. ამ თვალსაზრისით ან კომპეტენცია არაა საკმარისი, ან რესურსები და უკვე მძიმე მდგომარეობაა. ეს ვიხილეთ პანკისში ჩავარდნილი ოპერაციისას, ეს ვიხილეთ არაერთხელ, როდესაც ქსელი შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში. პასუხი, რომელიც ჩვენ მოადგილისგან საჯაროდ მოვისმინეთ, რომ რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენა იმიტომ არ გვესმის, რომ ყველას გადაბირებას ახერხებენ, არასერიოზულია. თავისუფალ, ძლიერ ქვეყნებშიც უწევთ რუსეთის ჯაშუშების დაკავება და გაძევება და ჩვენ თითქოს ისეთი წარმატებულები ვართ, რომ ყველას ვიბირებთ, ეს არაა სერიოზული დამოკიდებულება", - განაცხადს გიგა ბოკერიამ. გიგა ბოკერიამ სხდომის დახურვაზეც ისაუბრა და მას "უბრალოდ კაპრიზი" უწოდა, რადგან დეპუტატის თქმით, მმართველი პარტიის წევრების მიერ დასმული კითხვების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო საიდუმლოებას არანაირი კუთხით არ უკავშირდებოდა. "შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ერთი კითხვის გარდა, რომელიც დასვეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ყველა კითხვა აბსოლუტურად საჯარო იყო და არანაირ სახელმწიფო საიდუმლოებას არ შეიცავდა. არც კითხვა, არც პასუხი. ჩემი აზრით რომ უაზრო კითხვები იყო, ეს სხვა საკითხია, ჩემი სუბიექტური შეფასებაა, მაგრამ არანაირ კავშირში არ იყო სახელმწიფო საიდუმლოებასთან. ეს იყო კიდევ ერთხელ უპატივცემულობის გამოვლინება პარლამენტის მიმართ, უბრალოდ ეს კაპრიზი აქვთ და დახურეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)