|
2019-05-03 14:15:18, 1927 ნახვა
კომენტარი
გომელაური - ყველა მექანიზმს ვიყენებთ, რათა ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტზე ობიექტური გარემოებების დადგენა მოხდეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს აცნობს. როგორც მან აღნიშნა, გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. მისივე თქმით, ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეც. „უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. 2018 წელს გამოიკვეთა რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია, რაც IPRM-ის შეხვედრებისთვის პრობლემების მიზანმიმართულად შექმნაში გამოიხატებოდა. დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან, ულტიმატუმის სახით, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მათ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ გალის შეხვედრები კვლავ შეწყვეტილია. შესაბამის უწყებებთან ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დახმარებით, 2 თვიანი პაუზის შემდეგ აღდგა შეხვედრები ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული შეხვედრებისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად. უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობებთან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)