|
2019-05-03 13:55:17, 1864 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება
სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოსთვის უპირველეს გამოწვევად რჩება. როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გასულ წელს კვლავ გრძელდებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია, ქართული მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა. „2018 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ფედერაციის მიდგომები არ შეცვლილა და კვლავ გამოიხატებოდა არაფორმალური ანექსიის პოლიტიკის გატარებაში. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები სრულად კონტროლდებოდა და მართული იყო საოკუპაციო ძალის მიერ. ამავე დროს, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებების სრული იგნორირება და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, საფრთხეს უქმნიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს“, - აღნიშნა გომელაურმა. მისივე თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში წარმოდგენილი რუსული სამხედრო კონტინგენტისა და სპეცსამსახურების აქტივობები გამოწვევას წარმოადგენს, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე ევროპის უსაფრთხოებისთვის. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფებმა, საანგარიშო პერიოდში, ათეულობით სხვადასხვა ტიპის სამხედრო წვრთნა ჩაატარეს. 2018 წელს კვლავ მიმდინარეობდა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ურთიერთობის მაქსიმალურად შეზღუდვა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებსა და ე.წ. ბორდერიზაციას, საქართველოში სამოქალაქო აზრის ფორმირებისა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენდა ვითარების მონიტორინგს და აგრძელებდა მუშაობას აღნიშნული პროცესების წინააღმდეგ, მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით. უსაფრთხოების სამსახური, როგორც წამყვანი უწყება, აქტიურად იყო ჩართული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში. მიმდინარეობდა IPRM-ის ფარგლებში მოქმედი „ცხელი ხაზის“ ეფექტური გამოყენება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)