|
2019-05-02 15:55:17, 1849 ნახვა
კომენტარი
გახარია - დავით გარეჯის საკითხი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყდება
"დარწმუნებული ვარ, რომ დავით გარეჯის საკითხი საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გახარიას თქმით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია ჩამოყალიბდება, რომელიც დავით გარეჯის საკითხის მოგვარებას დაიწყებს. "დავით გარეჯის საკითხი არის საკმაოდ ფაქიზი. ყველას მოგეხსენებათ რომ ეს არის საკითხი, რომელიც დგას დაახლოებით 1996 წლიდან. ეს არის ქვეყნის პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა, რომელიც ათწლეულებია გრძელდება და ყველას კარგად გვესმის, რომ დელიმიტაციის, დემარკაციის საკითხი არის პრინციპული საკითხი. გარკვეული წლების განმავლობაში აქ იყო გაურკვეველი პაუზა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მთავრობის სხდომაზე დემარკაციის ახალი კომისია იქნება დაკომპლექტებული და ეს სამუშაო ჩვენს მეზობელთან ერთად დაიწყება. კომისია შეუდგება მუშაობას და შესაძლებელ ვადებში ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს. მაშინ როდესაც ყველას კარგად ესმის, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი მოძმე ერი, რა თქმა უნდა დემარკაციის კომისიის მუშაობის ფარგლებში ერთად გადავწყვეტთ ყველა პრობლემას. ყველა სხვა შეფასება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული შეფასება. შესაბამისად ყველა ის შეფასება, რომელიც იყო მაგალითად რუსეთის ფედერაცია, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას ჰყავს ოკუპანტი - ეს არის რუსეთი. შესაბამისად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სხვა ყველა ჩვენი მეზობელი იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ამაში არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი. დავით გარეჯის საკითხი დარწმუნებული ვარ, რომ საზღვრის დემარკაციის ფარგლებში იქნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრული ურთიერთობის სულისკვეთებით გადაწყვეტილი, სადაც იქნება გათვალისწინებული როგორც კულტურული მემკვიდრეობის ასევე ქვეყნის ეკლესიის ინტერესები", - განაცხადა შს მინისტრმა.
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)