|
2019-05-02 12:40:29, 1576 ნახვა
სამართალი
სამადაშვილი გახარიას - ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ივანიშვილის შპს, დღეს აქ თქვენი პასუხიმსგებლობის საკითხი დადგებოდა
„ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი დადგებოდა“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატმა მინისტრი პანკსის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ადგილზე სპეცრაზმის შეყვანით პოლიციის რეპუტაციას ზიანი მიადგა. „სიმართლე გითხრათ გაოცებული ვარ თქვენი გამოსვლის ტონით, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ თქვენ საკუთარი, სრულიად არაკომპეტენტური გადაწყვეტილებით, მიგევლინათ პოლიცია პანკისის ხეობაში, ბევრად უფრო დიდი დარტყმა მიაყენეთ ქართული პოლიციის რეპუტაციას და უზარმაზარი წვლილი შეიტანეთ პოლიციისა და კონკრეტული მოქალაქეების ჯგუფებს შორის დაპირისპირების ინსპირირებაში, ვიდრე ვინმემ უკანასკნელი წლების მანძილზე. ჩვენ რომ სახელმწიფო გვქონდეს და არა ბიძინა ივანიშვილის შპს ქვეყანაში, დღეს ამ დარბაზში თქვენი პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი დადგებოდა, კონკრეტულად თქვენი გადადგომის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)