17:56 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 15:26:01, 1806 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში

"ახლა ვარკვევთ, ვინ ჩაიყვანა ოზურგეთში სერგო რატიანი და ვინ შეიყვანა ეს წესიერი ადამიანი შეცდომაში, რადგან რაც გუშინ მან თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტზე - იყო დეზინფორმაცია - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე. 

მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების და პროექტების განხორციელების მხრივ 

"რეალურად, როგორც მუნიციპალური ბიუჯეტის, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხების ათვისების და პროექტების განხორციელების მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ლიმიტით განსაზღვრული პროექტების დაკონტრაქტების გეგმა 100 %-ით შესრულდა, გამომდინარე აქედან, წელს ოზურგეთი საქართველოს მთავრობისგან სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით თანხებს მიიღებს " - აცხადებს თალაკვაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელსაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიც სრულად აითვისა.

პარლამენტის სხდომაზე რატიანი  რამდენიმე მუნიციპალიტეტის, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 2018 წელს გამოყოფილი თანხის - 7 მილიონი ლარის აუთვისებულობაზე საუბრობდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics