|
2019-05-01 15:13:04, 2869 ნახვა
მსოფლიო
ჯულიან ასანჟს გირაოს პირობების დარღვევისთვის პატიმრობა მიესაჯა
Wikileaks-ის დამფუძნებელს ჯულიან ასანჟის გირაოს პირობების დარღვევის გამო ბრიტანეთში 50-კვირიანი პატიმრობა მიესაჯა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალებბის ინფორმაციით, მოსამართლემ პროცესის მიმდინარეობს დროს განაცხადა, რომ გირაოს პირობების დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია. "არავინ უნდა იყოს კანონის მაღლა. თქვენ არ ჩაბარდით პოლიციას და ეკვადორის საელჩო იძულებული გახდა, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი ნებართვა მიეცა", - განაცხადა მოსამართლე დებორა ტეილორმა. თავის მხრივ ასანჟმა აღნიშნა, რომ ის ჩადენილ დანაშაულს ნანობს და მიიჩნევს, რომ საელჩოში მიმალვა ერთადერთ გამოსავლად მიაჩნდა. მედიის ცნობით, ასანჟის ამერიკა ეკსტრადირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ლონდონი მიიღებს პირობას, რომ Wikileaks-ის დამფუძნებელს სიკვდილით არ დასჯიან. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესის დროს შენობასთან ასანჟის მხარდამჭერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. ცნობისთვის, ჯულიან ასანჟი 11 აპრილს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში დააკავეს. შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან, ჯულიან ასანჟი, ლონდონში, ეკვადორის საელჩოში ცხოვრობს. შესაბამისი გადაწყვეტილება ასანჟმა იმის გამო მიიღო, რომ მისი ექსტრადირება არ მომხდარიყო. ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება 2010 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა WikiLeaks-ის მასალებში საიდუმლო მონაცემების გასაჯაროებაზე საკუთარი გამოძიება დაიწყო. WikiLeaks-ის დამფიძნებელი ჯულიან ასანჟი ცნობილი გახდა გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომელიც ავღანეთასა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს შეეხებოდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)