|
2019-05-01 13:53:16, 1732 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახური - პირმა საფლავებად გაყიდა მიწა, რომელიც სახელმწიფოსგან სოციალური საწარმოს მოსაწყობად მიიღო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მხილებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური სტატუსის მქონე საწარმოს ფუნქციონირებისათვის, სახელმწიფოს მიერ, ერთ-ერთ არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს უზურფრუქტის წესით გადაეცა ქალაქ ფოთში მდებარე 4 406 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიუხედავად მიწის ნაკვეთის გადაცემის კონკრეტული მიზნობრიობისა, ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სასაფლაოების მოსაწყობად, მოახდინა 2 226 კვ.მ მიწის ნაკვეთის უკანონო რეალიზაცია სხვადასხვა ფიზიკურ პირზე, რითაც, სახელმწიფოს მიაყენა 122 466 ლარის მატერიალური ზიანი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 180-ე მუხლების მესამე ნაწილებით და 220-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)