|
2019-05-01 11:43:52, 1432 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა და განვითარება იწყება - აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს
კრწანისის ტყე-პარკის აღდგენა და განვითარება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გასული საუკუნის 60-იან წლებში კრწანისის ტყე-პარკის გაშენების მთავარი იდეა იყო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გარემოსდაცვითი პრინციპების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. თუმცა, სამწუხაროდ, პრემიერის თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოუვლელობის გამო, პარკში მწვანე საფარი ძალიან შემცირდა. „წლების განმავლობაში წარმოებულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკამ და გარემოსდაცვითი პრინციპების იგნორირებამ საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე დაგვაყენა და ჩვენ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგებს დღემდე ვებრძვით. რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები და ძალიან მკვეთრი აქცენტი გავაკეთეთ მწვანე პოლიტიკასა და მის შემადგენელ მწვანე ეკონომიკაზე. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, გარემოს დაცვის პრიორიტეტულობა წარმოვაჩინოთ ყველა ინიციატივაში. გამწვანებაზე ფიქრი საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია. სწორედ ეს არის ჩვენი გაცხადებული მიზანი და ამას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მომავალი თაობები. ჩვენ ვიწყებთ კრწანისის ტყე-პარკის აღდგენას და განვითარებას. ჩვენ აქ შევქმნით ნამდვილ ცოცხალ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გავაშენებთ მცენარეებს წითელი ნუსხიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ და უზრუნველვყოთ ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს რეგიონში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია, ის იქნება თბილისისა და რუსთავის დამაკავშირებელი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ნებისმიერ მსურველს უმასპინძლებს. შეზღუდვები იმოქმედებს გადაადგილების საშუალებებზე, კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით, ან ელექტრომობილით. „მჯერა, ადამიანური კაპიტალის განვითარების პარალელურად საქართველოს ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს მწვანე ეკონომიკის განვითარებაში, ეკოტურიზმში. ეს იქნება ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტი, რომელსაც რეალური პროექტებით უზრუნველვყოფთ რეალურ ცხოვრებაში. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში, მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, შეგვინარჩუნა კრწანისის ტყე-პარკი. ახლა კი ჩვენი ვალია, მოვუაროთ, აღვადგინოთ და შემოვიტანოთ მეტი ბიომრავალფეროვნება ამ ულამაზეს ადგილზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის პრეზენტაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამართა. მინისტრის ინფორმაციით, მომავალში კრწანისის ტყე-პარკში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორი სააგენტოს - „გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის" და „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს" განთავსება იგეგმება.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)