|
2019-05-01 11:35:04, 1508 ნახვა
სამართალი
მეუღლისა და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მეუღლისა და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. უწყების ცნობით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მუქარაში ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, გ.ჯ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მამას ს.ს-ს საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა და სახლის სხვადასხვა ადგილას ნავთი მოასხა, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს გ.ს-ს გულმკერდის არეში დანით ერთი, ხოლო მეუღლის მამას ს.ს-ს ორი ჭრილობა მიაყენა. გ.ჯ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან დაზარალებულებმა ხმაურზე შეკრებილი მეზობლების მეშვეობით გაქცევა მოახერხეს. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ს.ს-ს და გ.ს-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა გ.ჯ. იმავე დღეს ქ.სამტრედიაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის და ქონების განადგურების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)