|
2019-04-30 15:19:05, 1807 ნახვა
სამართალი
შსს-მ პრეზიდენტის მიერ დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარების საკითხის შესწავლა დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის Twitter-ის ოფიციალური გვერდის შესაძლო გატეხვასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში აღნიშნული საქმის შესწავლა მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში დაიწყება გამოძიება. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ის პოსტი გააზიარა, სადაც თეთრი სახლის ხელმძღვანელი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს „მძინარას" უწოდებს. მოგვიანებით პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის სოციალურ ქსელებს შესაბამისი სამსახური [მენეჯერი] მართავს და სავარაუდოდ მოხდა შეცდომა. ამასთან, მოისწრაფიშვილმა კიბერთავდასხმაც არ გამორიცხა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)