|
2019-04-30 11:17:06, 2748 ნახვა
მსოფლიო
5 წლის შემდეგ, ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ვიდეო პირველად გავრცელდა
ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ახალი ვიდეო გავრცელდა, - ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის საკუთარ გვერდზე ორგანიზაცია SITE Intelligence Group-მა გაავრცელა, რომელიც ინტერნეტში ჯიჰადისტების პუბლიკაციების მონიტორინგს ახორციელებს. ვიდეო Al-Furqan Media-მ გაავრცელა. აღნიშნული მედია საშუალებია დაჯგუფებასთან არის დაახლოებული. 18-წუთიან ვიდეოში, ალ ბაღდადი ისეთ საკითხებს განიხილავს, როგორიც არის ტერაქტები შრი-ლანკასა და საუდის არაბეთში. ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ესაუბრება ალ ბაღდადი ადამიანებს და მათთან მსჯელობს „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ ომისა და სირიის ქალაქ ბაღუზში საბრძოლო მოქმედებების შესახებ. ISIS-მ ბაღუზზე კონტროლი მიმდინარე წლის მარტში დაკარგა. უცნობია ვიდეოს გადაღების თარიღი, თუმცა სავარაუდოდ ის აპრილში გადაიღეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)