|
2019-04-27 11:36:36, 2019 ნახვა
სამართალი
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტი საქართველოს იზოლატორებში არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს
წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტმა, მიკოლა გნატოვსკიმ კომიტეტის მიერ ახლახანს გამოქვეყნებულ 28-ე ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით მედიაში ისაუბრა. დაკავებულების პოლიციის დაწესებულებებში განთავსების ცენტრალიზირებულ სისტემასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მიკოლა გნატოვსკიმ განაცხადა, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ძალზედ იშვიათად ხდება ცალკეული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, თუმცა 2018 წლის ანგარიშში ხაზგასმით არის ნახსენები საქართველო, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ამ მიმართულებით. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაკავებულთათვის არსებობს განთავსების სპეციალური ადგილები (დროებითი მოთავსების იზოლატორები). დადებითად აღსანიშნავია, რომ იზოლატორებში დაკავებულთათვის ჰყავთ სპეციალიზებული ოფიცრები, ნეიტრალური პირები, რომელთა არსებობა მნიშვნელოვანია დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების ობიექტურად გამოვლენისთვის, ასევე დაკავებულთათვის კანონით გარანტირებული უფლებების დაცულობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მარტივად აქვთ წვდომა ექიმებზე და ყველა დაკავებული გადის სამედიცინო შემოწმებას“, - აღნიშნავს მიკოლა გნატოვსკი. ინტერვიუს ლინკი: https://vimeo.com/332445944
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)