|
2019-04-26 14:39:14, 1843 ნახვა
კომენტარი
„აფხაზეთში გადასვლას აპირებდა, ბავშვებზე ძალადობას გამოვრიცხავ“ - ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ქალი ბრალს არ აღიარებს
უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბავშვების ნაწილი თავად, ნაწილი კი, სუროგატი დედის დახმარებით გააჩინა. როგორც ადვოკატმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლე იური სუსლიაკი მრავალშვილიანი ოჯახიდან არის, სწორედ ამიტომ, მათ ბევრი შვილის ყოლა სურდათ. ამასთან, ადვტოკატი ტრეფიკინგის ვერსიას გამორიცხავს. გარდა ამისა, ზურაბ თოდუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლე ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება და იულია სუსლიკი მასთან ჩასვლას აპირებდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ იური სუსლიაკი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენია, რომელსაც ქვეყნის დატოვება შექმნილი პრობლემების გამო მოუწია. თოდუა ამბობს, რომ ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში თავშესაფრის მიზნით უნდა გადასულიყო. "ქალბატონი ყველა შვილთან ერთად უნდა გამოეწერათ კლინიკიდან. მე მას ვუქირავე საცხოვრებელი სახლი წყნეთში. ასევე ვიპოვე სამი ძიძა, რომლებსაც უნდა გაეწიათ დახმარება. ავტომანქანაც მივიყვანეთ კლინიკასთან, საღამოს 21:00 საათზე უნდა დაეტოვათ კლინიკა. თუმცა ამის შემდეგ რა შეიცვალა და რატომ მიიღეს სამართალდამცველებმა ასეთი გადაწყვეტილება ჩემთვის უცნობია. აღნიშულმა პირმა მე ინტერნეტით მიპოვა და მას შემდეგ, 18 აპრილიდან ვარ მისი უფლება დამცველი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლე არის ცნობილი ბიზნესმენი უკრაინაში. მას აქვს მსხვილი სამშენებლო კომპანია. ყოფილი პრეზიდენტის პირობებში ის იძულებული გახდა დაეტოვებინა უკრაინა. მათ თავი დროეიბით რუსეთს შეაფარეს და 7 მარტს მოსკოვის ოლქის ერთ-ერთმა სასამართლომ ოჯახის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იძულებული გახდა შვილებთან ერთად ჩამოფრენილიყო საქართველოში, რადგან უნდოდათ დროებითი თავშესაფარი აფხაზეთში ეპოვათ. საქართველოს და უკრაინას შორის არსებული სიტუაცია ძალიან კარგია, არის უვიზო რეჟიმი. ამიტომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლემ იფიქრა, რომ ის ძალები, რომლებმაც მას უკრაინა დაატოვებინეს თბილისში უფრო მარტივად შემოაღწევდნენ, ვიდრე აფხაზეთში", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალი, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან, დააკავეს.
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)