|
2019-04-26 13:16:32, 1776 ნახვა
სამართალი
EMC პანკისის მოსახლეობის სახელით რამდენიმე უწყების წინააღმდეგ სასამართლოში 4 დავას აწარმოებს
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის სახელით 4 სასამართლო დავას აწარმოებს. ორგანიზაციის ცნობით, „ხადორი 3“ ჰესთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით წარდგენილია 2 სარჩელი. „ერთი სარჩელი შეტანილია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, რომელმაც კანონდარღვევით გასცა მშენებლობის ნებართვა ჰესის მშენებლობაზე. საქმეს განიხილავს თელავის რაიონული სასამართლო. "ხადორი 3-ზე" მეორე სარჩელი შეტანილია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც უკანონოდ გასცა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. მითითებულ საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. „ხადორი 3-ის“ დავის ფარგლებში EMC-მ შუამდგომლობა დააყენა და ითხოვდა, სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ იმ პერიოდისთვის, ვერ დაინახა სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. კიდევ 2 სარჩელი ,,სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს მშენებლობას უკავშირდება: „EMC ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, მოითხოვს ,,სამყურისწყალი 2 ჰესი-ს" იმ აქტების ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა პანკისის ხეობაში ამ ჰესის მშენებლობა. აქაც, სამართლებრივი დავა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: მშენებლობის ნებართვისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის კანონიერებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია EMC-ს ინფორმაციაში. ჯერჯერობით არცერთ საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა არ დაწყებულა. შეგახსენებთ, პანკისის ხეობაში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის დაწყებას პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 12 ადგილობრივი, ხოლო 15 სპეცრაზმელია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)