|
2019-04-26 10:22:46, 1776 ნახვა
სამართალი
შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას საერთაშორისო სტანდარტის აკრედიტაციის სერტიფიკატი გადაეცა
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა მუშაობის შეფასების პროცესი და მიიღო აკრედიტაცია საერთაშორისო ISO:17025 სტანდარტით. აკრედიტაციის მოსაპოვებლად საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში 2018 წლის დასაწყისიდან დამტკიცდა ტექნიკური სახელმძღვანელოები, სტანდარტული ოპერაციული და ადმინისტრაციული პროცედურები, ასევე, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიის ექსპერტებმა საერთაშორისო კვალიფიკაციის დამადასტურებელი ტესტირებები გაიარეს. საერთაშორისო სტანდარტით აკრედიტაციის მოპოვების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიაში მომზადებული დასკვნა აღიარებული და მისაღებია მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ლაბორატორიისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროექტი აშშ სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი ექსპერტიზის სხვა მიმართულებების ეტაპობრივი აკრედიტაციისთვის ინტენსიურ მუშაობას განაგრძობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)