02:30 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 17:47:16, 1789 ნახვა

სამართალი
პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 პატიმარი შეიწყალა

"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში 19 მსჯავრდებული შეიწყალა", - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. 

ჟვანიამ აღნიშნა, რომ შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. 

"25 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული, აქედან 2 ქალი მსჯავრდებული, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.  გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობით მსჯავრდებული, აქედან ორი ქალბატონი მსჯავრდებულია, 21 პირობით მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 3 პირობითი მსჯავრდებული შეწყალებულია ასევე თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისაგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics