18:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 17:01:24, 1136 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარში ელექტრომობილით გადაადგილებისას ტურისტი დაშავდა

ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარში ტურისტთა ელექტრომობილით დაზიანების ფაქტები გახშირებულია.  რამდენიმე დღის წინ ორი უცხოელი ტურისტის დაშავების შემდეგ, დღეს კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ახალ ბულვარში, არდაგანის ტბის  მიმდებარე ტერიტორიაზე 25 წლის ტურისტი ქალბატონი ელექტრომობილით სეირნობისას კიბეზე დაგორდა და დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალბატონი ჭრილობის ზედაპირული დამუშავებისათვის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ელექტრომობილით 3 ადამიანია დაზიანებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში  ელექტრომობილით  დაზიანების 51 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბულვარის ტერიტორიაზე, ტრანსპორტის მოძრაობის  ახალი წესი 1 მაისიდან ამოქმედდება.  ბულვარის ინიციატივას საკრებულომ მხარი დაუჭირა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
ივანკა ტრამპზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით ირანის IRGC-ს გაწვრთნილი ტერორისტი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics