|
2015-06-26 09:36:36, 536 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს სტივენ ჰაიკენს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი USAID-ის მისიის ხელმძღვანელს სტივენ ჰაიკენს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროში მიმდინარე პროექტები განიხილეს. უწყების ცნობით, ამერიკის მთავრობა საქართველოს, 13 ივნისს მომხდარი სტიქიური კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაოებში დაეხმარება. ახლო მომავალში თბილისში ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალისტთა ჯგუფი ჩამოვა, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებთან ერთად, სტიქიის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის. შეხვედრაზე ასევე განიხილეს წყლის რესურსების მართვის არსებული სისტემა, დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგია, ნარჩენების მართვისა და ტყის რესურსების მდგრადი მართვის საკითხები. „ბევრ საკითხთან ერთად ჩვენ ვისუბრეთ იმ დახმარებაზე, რომელიც შეუძლია USAIND - ს გაუწიოს საქართველოს, 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით. კვირის ბოლოს აქ ჩამოვლენ სპეციალისტები, რათა დაგეხმარონ კატასტროფის სალიკვიდაციო სამუშაობეში“,- განაცხადა სტივენ ჰაიკენმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)