|
2019-04-25 15:43:41, 2219 ნახვა
სამხედრო
ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა
25 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკის დღე აღინიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა. ლოჯისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მიულოცეს. ლევან იზორიამ თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მათი საბრძოლო მომზადების მაღალ დონეზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებში გრძელდება რეფორმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკოსების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და ძალთა შენარჩუნებას. „თავდაცვის ძალებში ლოჯისტიკა არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. აღნიშნულ სარდლობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. წელს ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ქვედანაყოფებში მეტ ავტონომიურობაზე, რათა ქვედანაყოფებმა თავად განსაზღვრონ მათი საჭიროებები და ამოცანით დეცენტრალიზებული მართვის პირობებში შეძლონ რესურსების ავტონომიურად მართვა “, - განაცხადა ლევან იზორიამ. საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა 3 ლოჯისტიკოსი სამსახურებრივი მოვალეობისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. სამხედრო მოსამსახურეები ასევე დაჯილდოვდნენ თავდაცვის ძალების სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის მედლებით. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელი - 5 თავდაცვის ძალების მეთაურის მადლობა - 27 სამხედრო მოსამსახურეს და 51 სამოქალაქო პირს, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მადლობა 35 სამხედრო მოსამსახურეს გამოეცხადა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ბრიგადის მეთაურები და ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველთა ჯგუფის წევრები (VALIANT) დაესწრენენ. ღონისძიების ფარგლებში უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მოდერნიზებული და განახლებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.
(NS)
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)