|
2019-04-24 17:06:52, 1757 ნახვა
სამართალი
ნათია მეზვრიშვილი ლგბტ პრაიდზე: უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ
„უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ - გადაჭრით რამეზე საუბარი, სანამ ღონისძიების თარიღი არ მოახლოვდება, პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ლგბტ პრაიდზე საუბრისას განაცხადა. მან მხარეებს მოუწოდა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოფიციალური შეხვედრები და მოსამზადებელი ღონისძიებები არ დასრულებულა და საწყის ფაზაშია, ყოველგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. "ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. აბსოლუტურად ყველას მინდა მოვუწოდო, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოფიციალური შეხვედრები და მოსამზადებელი ღონისძიებები არ დასრულებულა და საწყის ფაზაშია, ყოველგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრჯერ უთქვამს და ახლაც ვიმეორებთ, სადაც უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც უნდა იყოს, ვინც უნდა იყოს ამის ორგანიზატორი, ყველას გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონის ფარგლებს, დავიცავთ - ეს ერთი. მეორე - ის განცხადება, რომელიც გუშინ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, რეალობას არ შეესაბამება და სამწუხაროა ასეთი დაუფიქრებელი ნაბიჯები, მით უმეტეს ორმხრივი თანამშრომლობის პირობებში. შეუთანხმებელი ნაბიჯები მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის იდეას, ჩვენი, ყველას, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესს. მოლაპარაკებები ჯერ მხოლოდ ორშაბათს დავიწყეთ, არ დასრულებულა. შედეგების შესახებ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას, ასევე, სახალხო დამცველს ინფორმაცია მივაწოდეთ და კიდევ მივაწვდით. ამიტომ დაველოდოთ, როცა მოახლოვდება თარიღი. ჩვენ უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ვხედავთ. ეს ვუთხარით შეხვედრის მონაწილეებსაც და ეს იცის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ. გადაჭრით რამეზე საუბარი, სანამ ღონისძიების თარიღი არ მოახლოვდება, პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და შფოთვები აბსოლუტურად ზედმეტია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)