|
2019-04-24 15:03:15, 1731 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი ევროკომისიის საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ევროკომისიის საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილეს, სიმონ მორდიუს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. მინისტრმა ევროკომისიის წარმომადგენელს უვიზო მიმოსვლის პროცესში წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები გააცნო. გენერალური დირექტორის მოადგილემ დადებითად შეაფასა Frontex-სა და Europol-თან არსებული თანამშრომლობა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოვება, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რეადმისიის შესახებ შეთანხმების წარმატებული განხორციელება. უვიზო მიმოსვლის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად, მხარეები ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. უსაფრთხოების არსებული გამოწვევებისა და არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით, სიმონ მორდიუმ შინაგან საქმეთა მინისტრს ევროკავშირის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზაობას საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი ძალისხმევის გაძლიერებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდაჭერისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)