|
2019-04-24 13:18:19, 1770 ნახვა
სამართალი
გაუპატიურებისთვის ბრალდებულებს 10-10 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისთვის ბრალდებულები, ნიგერიის მოქალაქეები ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო. უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 მაისს ნიგერიის მოქალაქე ჯ.ე.-მ ქ.თბილისში ინდოეთის მოქალაქე ს.ს. მოტყუებით მიიყვანა მეგობრის - ასევე ნიგერიის მოქალაქის უ.გ-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც ორივე პირმა ძალადობითა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაზარალებული გააუპატიურეს. „სამართალდამცველებმა ჯ.ე. და უ.გ. 2018 წლის 4 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ე. და უ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)