|
2019-04-24 13:10:36, 1307 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარი შშმ პირებისთვის საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს ყიდულობს
წელს, ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ადაპტირებული ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში, პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება. სსიპ ბათუმის ბულვარმა იზრუნა ასევე ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ტივტივა ეტლების შესყიდვაზე. შესაბამისი ტენდერი გამოცხადებულია. წინადადებების მიღება 2019 წლის 29 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო თანხა 41 525 ლარს შეადგენს. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)