|
2019-04-24 11:35:39, 1832 ნახვა
სამართალი
შსს - მარტვილში ოჯახს 3 ნიღბიანი თავს დაესხა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1955 წელს დაბადებული ჟ.გ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, მარტვილში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათ ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ჟ.გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში მარტვილში დააკავა, რაც შეეხება სხვა პირებს მათ დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)