|
2019-04-23 12:25:23, 1267 ნახვა
რეგიონი
აჭარას ბელარუსიდან ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წამყვანი ბელარუსული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან. ისინი შეხვედრებს მართავენ ქართველ კოლეგებთან და ურთიერთანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. ინფოტურის ფარგლებში ბელარუსმა სტუმრებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაოებები, სასტუმრო ინფრასტრუქტურა და ბოტანიკური ბაღი. დღეს, ისინი ქედის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საოჯახო ღვინის მარანს ეწვევიან, სადაც ქართულ სამზარეულოსა და ადგილობრივ ღვინოს დააგემოვნებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად ანხორციელებს. წლის განმავლობაში ორგანიზებას უწევს ინფო და პრესტურებს, რომლის ფარგლებშიც ბელარუსი ჟურნალისტები აჭარის შესახებ საინტერესო რეპორტაჟებს ამზადებენ, ტურისტული კომპანიები კი ქართულ კომპანიებთან ერთად რეგიონში ბელარუსი ტურისტების შემოყვანას უზრუნველყოფენ. ჯამში, ბოლო ორ წელში, დეპარტამენტის მოწვევით ყველა სამიზნე ქვეყნებიდან აჭარას 1000-ზე მეტი ჟურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)