|
2019-04-23 11:18:25, 1333 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა სტიქიითა და ხანძრით დაზარალებულ 4 ოჯახს დაეხმარება
სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოთხ ოჯას აჭარის მთავრობა ფინანსურ დახმარებას სარეზერვო ფონდიდან გაუწევს. ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ოჯახების დახმარების საკითხი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. კომისიის რეკომენდაციით, სარეზერვო ფონდიდან ოთხი ოჯახისათვის ჯამში 69 132 ლარი გამოიყოფა. აქედან 25,000 - 25,000 ლარს სტიქიის შედეგად დაზარალებულ ორი ოჯახი საცხოვრებელი სახლების ადგილმონაცვლეობისათვის მიიღებს. დარჩენილი თანხა კი ხანძრის შედეგად დაზარალებულ ორ ოჯახზე, საცხოვრებლის აღდგენისათვის გადანაწილდება. მიმდინარე წელს აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად 244, 919 ლარი გამოიყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)