|
2019-04-22 17:32:26, 1266 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ სამუშაო თათბირი გამართა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მერიის სამსახურის უფროსებთან და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. თათბირის მუშაობაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე. თათბირზე განხილულ იქნა სამსახურების მიერ გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოები და დაგეგმილი ინიციატივები.
მუნიციპალიტეტის მერმა ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობის, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაციები მოისმინა და აღნიშნა, რომ 2019 წელს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი და მოუწოდა შესაბამის სამსახურებს ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს შესრულების ხარისხი და ვადები. ყურადღება გამახვილდა ასევე კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, სოფლებში ალტერნატიული ჯგუფების გახსნაზე და საქველმოქმედო აქციების ჩატარებაზე. თათბირზე განიხილეს სხვა შემხვედრი საკითხებიც.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)