|
2015-06-25 16:11:09, 397 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი მაკედონიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
არშავის სამიტამდე, ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს საქართველოსა და მაკედონიის თავდაცვის მინისტრებმა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოსთვის ვარშავის სამიტი ალიანსთან დაახლოების კარგი საშუალებაა და შესაბამისად, ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა ზორან იოლევკსიმ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილმა სამიტმა უნდა აჩვენოს, რომ ალიანსი ღიაა შემდგომი გაფართოებისთვის, რაც ნატოს კიდევ უფრო გააძლიერებს. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასპირანტი ქვეყნები ვარშავის სამიტისთვის ერთობლივ ფორმატში გააგრძელებენ თანამშრომლობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)