|
2015-06-25 14:59:32, 773 ნახვა
ეკონომიკა
ქონების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს აქტიურობისკენ მოუწოდებს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე, აღნიშნული სააგენტოს თავჯდომარე ეკატერინე სისაურმა განაცხადა, შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 26 ივნისს სრულდება. მისი თქმით, აღნიშნული შენობის პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. „29 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიანი აუქციონის ფორმით გასაყიდად გამოიტანა თბილისში, ჭანტურიას N 12-ში არსებული შენობა, რომელშიც თავად ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული. უძრავი ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს, 4200 კვ.მ -ზე , მასზე არსებულ შენობა-ნაგებობის ფართობით, 11200 კვ.მ. ობიექტს გააჩნია ასევე ინდივიდუალური ტერიტორია პარკინგისთვის. საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვრულია 6 მილიონი აშშ დოლარით. ძირითადი საინვესტიციო ვალდებულება მყიდველის მიერ 3 წლის ვადაში არანაკლებ 100 ნომრიანი სასტუმროს მოწყობა და ფუნქციონირების დაწყებაა. აღნიშნულ ქონებასთან მიმართებაში დაინტერესება საკმაოდ მაღალია. სააგენტოში უკვე ოფიციალურად დაფიქსირდა რამდენიმე კომპანიის განცხადი პრივატიზებასთან დაკავშირებით. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ გამოცხადებული აუქციონი 26 ივნისს სრულდება და ამ 2 დღის ვადაში ყველა დაინტერესებულ პირს მაქსიმალური აქტიურობისაკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა სისაურმა. მისივე თქმით, შენობის პრივატიზებით საკმაოდ სოლიდური კომპანიები დაინტერესდნენ. რაც შეეხება, თუ სად გადავა ეკონომიკის სამინისტრო, სისაურის განცხადებით, რამდენიმე ალტერნატივა არსებობს და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)