|
2019-04-19 18:36:51, 1900 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში
"ჩვენი სამინისტრო კიდევ უფრო გახსნილი იქნება ბიზნეს სექტორთან კომუნიკაციაში," – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, კიდევ უფრო დაჩქარდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ისედაც მარტივი პროცედურები, მენეჯმენტი და აღსრულება იქნება უფრო ეფექტური. „ჩვენ ისედაც კარგი კომუნიკაცია გვაქვს ბიზნეს ასოციაციებთან, მაგრამ არ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მხოლოდ მსხვილ ბიზნესზე, აქცენტი უნდა გადავიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესთან კომუნიკაციაზე. საქართველოში ფუნქციონირებენ შესაბამისი ასოციაციები, ბიზნეს გაერთიანებები, დარგობრივი ორგანიზაციები. ვფიქრობ, რომ ძირითადი აქცენტი მსხვილი კორპორაციებიდან გადავიტანოთ მცირე და საშუალო ბიზნესზე კომუნიკაციის და პრობლემების გაცნობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)