|
2019-04-19 16:09:02, 1398 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, კენეტ ვოლკერის კლინიკაში, ამერიკელი შშმ მუსიკოსის ტონი მემელის კონცერტი გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოწვევით, საქართველოში იმყოფება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი ტონი მემელი, რომელმაც ბენდთან ერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგ, კონცერტი კენეტ ვოლკერის სახელობის კლინიკაში გამართა. ტონი მემელს აქვს მუსიკოსის დიპლომი ვოკალის განხრით, ის თავად წერს და ასრულებს სიმღერებს. ტონის დაბადებიდან არ აქვს ზედა მარცხენა კიდური, მაგრამ დიდი ძალისხმევით და მონდომებით, აისრულა ოცნება და ისწავლა გიტარაზე დაკვრა. დღეს ტონი სამკაციანი ბენდის წამყვანი გიტარისტია. გარდა ამისა, ის არის სპიკერი და მუშაობს სხვადასხვა თერაპიულ პროგრამაში, სადაც საკუთარ მაგალითზე ასწავლის აუდიტორიას, როგორ გადალახონ წინააღმდეგობები. სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის, „ამერიკული მუსიკა საზღვარგარეთ“, ფარგლებში, მან იმოგზაურა ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, მალაიზიაში, ინდონეზიაში, სინგაპურში და ა.შ. ამჯერად მუსიკალურ ტურნეს საქართველოში განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის შეხვედრა და კონცერტი გაიმართება კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკაში. შეხვედრა/კონცერტს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი დაესწრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)