|
2019-04-19 15:52:53, 1815 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ავლაბრის რეზიდენცია აშენდა მოქალაქეების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია
ავლაბრის რეზიდენცია აშენდა მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, რეზიდენციის საზოგადოებრივი ფუნქცია რამდენიმე მიმართულებით იქნება უზრუნველყოფილი. „რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას, ეს პრეზიდენტის სასახლე არ არის, ამაზეც გაკეთდა როგორც მე მახსოვს არაერთი კომენტარი და ამ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის არის ფუნქცია მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობის. მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს ამ შენობას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის, სადაც მისვლა შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ტურისტებს და ნახვა ჩვენი ეროვნული საგანძურის, რითაც თითოეული ჩვენთაგანი ძალიან ამაყობს. თქვენ სვამთ კითხვას, ორმაგი ხარჯი რატომ გვექნება? ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს, ერთი და იგივე ფუნქციის არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა ქართველი მოქალაქეების, გადასახადების გადამხდელების ფულით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია. ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარეც“, - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)