|
2019-04-18 19:23:57, 2104 ნახვა
კომენტარი
გოგიჩაიშვილი: პრემიერს მოუწევს ახსნას, რატომ გაუშვა ქობულია - მხოლოდ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ
"პრემიერს მოუწევს ახსნას, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ეკონომიკის მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. დეპუტატი მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულიას შესაძლო გადადგომის მთავარი მიზეზი მის მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის. „პრემიერ-მინისტრს მოუწევს ძალიან კარგად ახსნას, ჩვენთვის, დეპუტატებისთვის, საზოგადოებისთვის, რატომ გაუშვა გიორგი ქობულია. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ იმ უცნაური გამონათქვამების გამო არ შეცვლიდნენ დიდი თანამდებობის პირს, ეკონომიკის მინისტრს, იმიტომ, რომ მაგაზე უარეს სისულელეებს საუბრობს ძალიან ბევრი თანამდებობის პირი, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი და უფრო მეტ შეცდომებს უშვებს პოლიტიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაციას ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ. მედია წერს, რომ მინისტრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ბრიფინგზე გააკეთებს. ინფორმაციას გადასამოწმებლად "ექსპრესნიუსი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში მინისტრის გადადგომა უწყებაში არ დაგვიდასტურეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)